ამ სისტემის საშუალებით სასურველი შედეგის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ერთ ვიზიტზე. გამოიყენება ულტრათანამედროვე ბრენდირებული აპარატი ინოვაციური პოზიციონირების სისტემით, სენსორული ეკრანით და კლავიატურით. (კბილების მდგომარეობა ფასდება პროგრამულად გათეთრების პროცედურამდე და მის შემდეგ).
სინათლის გათეთრების პროცესში ღრძილები იზოლირდება ფოტოპოლიმერული გელით, კბილებზე ისმება გათეთრების მასალა (გელი), რის შემდეგაც სპეციალური სინათლის სხივი ააქტიურებს გელს, შლის პიგმენტს და 30 წუთში კბილებს რამდენიმე ტონით აღიავებს.
პროცედურის შემდეგ კბილებზე ისმება ფთორიანი გელი მგრძნობელობის შესამცირებლად, ხოლო შედეგის შესანარჩუნებლად რეკომენდირებულია 14-დღიანი „თეთრი დიეტის“ დაცვა. გარდა ამისა, მიღებული ეფექტის ხანგრძლივად შენარჩუნებისთვის ოფისური გათეთრების შემდეგ მიზანშეწონილია ინდივიდუალური კაპების გამოყენება კვირაში 2-3-ჯერ.