მხატვრული რესტავრაცია არის პროცედურა, რომელიც ეხმარება შეძენილი და თანდაყოლილი დეფექტების გამოსწორებაში, რაც მნიშვნელოვანია ლამაზი ღიმილის შესაქმნელად. ეს პროცესი საშუალებას გაძლევთ გააუმჯობესოთ კბილების ესთეტიკური სახე.
თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ შემდეგი მახასიათებლები: ფორმა ფერი (გათეთრება) პოზიციური ანომალიები ძველი ბჟენები გაცვეთილი ზედაპირები კბილებს შორის არსებული სივრცეები (დიასტემა, ტრემა) კარიესული და არაკარიესული დაზიანებები დაზიანებული და გატეხილი კბილები
ეს ყველაფერი შესაძლებელია მხატვრული რესტავრაციის საშუალებით. ექიმის რეკომენდაციების დაცვით, შესაძლებელია ჯანმრთელი და თავდაჯერებული ღიმილის შენარჩუნება 7-10 წლის განმავლობაში.