ენდოდონტია სტომატოლოგიის სფეროა, რომელიც კბილის ფესვის არხების დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას მოიცავს. დღესდღეობით, ენდოდონტია სტომატოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადი მიმართულებაა, ხოლო Amident—ის კლინიკაში ენდოდონტიური მკურნალობა წამყვან სერვისს წარმოადგენს. ჩვენს კლინიკაში ფესვის არხების მკურნალობას გამოცდილი ენდოდონტისტები ახორციელებენ, რომლებიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი უნარებითა და ტექნოლოგიებით არიან აღჭურვილნი. ჩვენ ვუზრუნველყოფთ გრძელვადიან და პროგნოზირებად შედეგებს პაციენტების მკურნალობაში.